სოფო კილაძე კახა კუჭავას ინიციატივას ეხმაურება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, კახა კუჭავას ინიციატივას გამოეხმაურა.

„მსურს გამოვეხმაურო კახა კუჭავას ინიციატივას, შეიქმნას კომიტეტთან არსებული თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის მოკვლევის სამუშაო ჯგუფი. როგორც საქართველოს დედაქალაქში მცხოვრებ ერთ რიგით მოქალაქეს, რომელიც შეწუხებულია ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლით, გულწრფელად მიხარია და მივესალმები აღნიშნულ ინიციატივას. მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი კომიტეტის მიერ გაწეულ წინასწარ სამუშაოებს და უნდა აღვნიშნო, რომ ინიციატივა არის ქალაქის საჭიროებაზე მორგებული, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით გამყარებული და ძალზედ დროული. ის უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ე.წ. „მესამე თაობის” უფლების, კერძოდ, სუფთა გარემოთი სარგებლობის უფლების რეალიზებას. მივესალმები მოკვლევის ჯგუფის ფართო  ჩართულობას და ღიაობას, რადგან მიმაჩნია, რომ პრობლემა, რომელიც საერთოა, ყველასგან თანაბარ ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს, რომ აღარაფერი ვთქვათ პრეცედენტზე, როცა პოზიცია და ოპოზიცია საერთო პრობლემასთან გასამკლავებლად ერთიანდება“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები