ნატო აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში ჯარის მუდმივად განთავსების საკითხს განიხილავს

  ნატო აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში ჯარის მუდმივად განთავსების საკითხს განიხილავს. ალიანსის გაერთიანებული ძალების მეთაური ფილიპ ბრიდლავი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე ნატომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში ჯარის მუდმივად განთავსებაზე უნდა იფიქროს. ბრიდლავის თქმით, ამ საკითხზე სექტემბრის დასაწყისში უელსის სამიტამდე იმსჯელებენ. ალიანსის მოკლევადიანი შეთანხმებები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუმინეთსა და პოლონეთში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების როტაციის შესახებ 2014 წლის ბოლოს იწურება.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინასთან საზღვარზე ჯარის განლაგების საპასუხოდ, ალიანსმა დამატებითი ძალები ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში განალაგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები