გიორგი დოხტურიშვილი სამგორში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი  ვარკეთილის II მ/რაიონის მე-2 კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის ფუნდამენტის და კედლების გამაგრება იგეგმება.  პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს და მისი ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები ასევე მესამე მასივის რამდენიმე მისამართზე, სადაც კორპუსების მიმდებარედ ეწყობა სპორტული და ბავშვთა გასართობი მოედნები, იგება ასფალტის საფარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები