გორში მამაკაცმა თვითმკვლელობა ორჯერ სცადა – რა მოხდა ზერტში

გორის რაიონში, სოფელ ზერტში 45 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა თვითდაზიანება თავდაპირველად სანადირო თოფიდან გასროლით მიიყენა, რა დროსაც გულ-მკერდის არეში დაიჭრა.
ამის შემდეგ კი, თვითდაზიანებების მიყენება დანით გააგრძელა.
თანასოფლელების ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
დაჭრილი გორში, “გორმედის” სტაციონარში გადაიყვანეს, თვითმკვლელის გადარჩენა მოხერხდა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები