გია ვოლსკი: საზოგადოებამ ადეკვატური გამოხმაურება უნდა გააკეთოს ისეთ გამოხტომებზე, რაც „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა წამყვანმა დაუშვა

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მომხდარ ფაქტს, გია ვოლსკის განცხადებით, მან არ იცის, ამ ფაქტს სამართლებრივად რა შეფასება ექნება და მთლიანად საზოგადოების შეფასებასაც ვერ გაახმოვანებს.
ჩემი პირადი ხედვაა, რომ უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ამდაგვარი აგრესიული გამოხმაურება ყოფილიყო, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ვოლსკიმ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების და „რუსთავი 2“ -ის შენობასთან განვითარებული მოვლენების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩემი პირადი ხედვაა, რომ უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ამდაგვარი აგრესიული გამოხმაურება ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ხშირად საზოგადოებამ ზუსტად უნდა დაუსვას დიაგნოზი და ადეკვატური გამოხმაურება უნდა გააკეთოს ასეთი სახის გამოხტომებზე, რაც „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა წამყვანმა დაუშვა, შეურაცხყო რა, ჩვენი ყველას რელიგიური გრძნობები. აქ არ არის საუბარი მკრეხელობაზე. ვფიქრობ, აქ საუბარია გამიზნულ პროვოკაციაზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სწორედ ასეთი განვითარება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, აქვს თუ არა გამართლება „ქართული მარშის“ წარმომადგენლების საქციელს, გია ვოლსკიმ შემდეგნაირად უპასუხა:
„ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი უზნეობა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ სტიმულს აძლევს აგრესიულ ქმედებას, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები