დღეს, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის პარტნიორი უცხოელი ექსპერტები საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ

დღეს, 20 მარტს, 17:00 საათზე, “კვირას” პრესკლუბში, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის პარტნიორი უცხოელი ექსპერტები საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. როგორც “კვირას” გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, ექსპერტები ისაუბრებენ იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება, თბილისის განახლებული გენერალური გეგმა საერთაშორისო სტანდარტებს და არის თუ არა ის გამართული დოკუმენტი.
მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებენ: ურბანისტები და ქალაქმგეგმარებლები: ალფრედ პეტერი (საფრანგეთი), იოახიმ შარესი (გერმანია), ოსტ მაზური (ავსტრია).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები