ნინო ლაცაბიძე ისანში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სკვერის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე დღეს ახალი სკვერის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც წმინდა ბარბარეს ეკლესიისა და სკოლის მიმდებარედ განთავსდება. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, სკვერის აშენება მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა.  მისი თქმით, ამ ადგილას ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის თავს, ხალხმრავლობაა, განსაკუთრებით კი ზაფხულში.

„გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო ლამაზი სარეკრიაციო ზონა, სადაც მოსახლეობა დაისვენებს.  ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს სკვერი პირველი იქნება თბილისში, რომელიც სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ავარჩიეთ უნივერსალური დიზაინი, რომელიც არ გულისხმობს პანდუსურ სისტემას”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მისივე ინფორმაციით, სკვერი მაისის დასაწყისში გაიხსნება. „ისანს შეემატება კიდევ ერთი ლამაზი სივრცე, სადაც მოსახლეობა შეძლებს შეკრებასა და განტვირთვას“,- დასძინა ნინო ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები