მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში 6 საუკეთესო რეჟისორს შორისაა

მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში 6 საუკეთესო რეჟისორს შორის მოხვდა, – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
მარიამ ხაჭვანი ახალ პროექტზე „ნენე” მუშაობას პარიზში განაგრძობს. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი კანის კინოფესტივალმა რეზიდენციის პროგრამისთვის – Cinefondation შეარჩია. მარიამი 6 თვის მანძილზე პარიზში იცხოვრებს და შესაძლებლობა ექნება, დაესწროს ცნობილი კინემატოგრაფისტების მასტერკლასებს. შარშან ამავე პროგრამაში რატი წითელაძე მონაწილეობდა პროექტით „ცარიელი სახლი”.
მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე” ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ფილმის მსოფლიო პრემირა კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა. „დედემ” ასევე აიღო იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო აზია – წყნარი ოკეანის დაჯილდოების ცერემონიალზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები