რატი ონელის „მზის ქალაქმა“ ახალი საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვა

რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი” საერთაშორისო კინოფესტივალებზე ჯილდოების მოპოვებას განაგრძობს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ „მზის ქალაქი” იტალიაში, Bergamo Film Meeting festival-ზე დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ფილმი, რომელიც შრომით ბაზარზე არსებულ ვითარებას ეხება.
მანამდე „მზის ქალაქს” კიდევ 2 ჯილდო გადაეცა – საერთაშორისო ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ხორვატიაში – ZagrebDox International Documentary Film Festival-ზე და საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრიზი MiradasDoc festival-ზე.
„მზის ქალაქის” მსოფლიო პრემიერა 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. აღსანიშნავია, რომ ამავე წელს იგი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები