დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი №63ა-ში მდებარე ამხანაგობა „ძველი სახლის“ საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
დილის 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, ფანასკერტელის ქუჩა №17-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 13:30 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდაზე, ფუნიკულიორის ტერიტორია – მთაწმინდის პარკში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან.
დილის 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, ელდარის ქუჩა №12-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 15:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები