კუს ტბის საბაგირო მგზავრებს ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, საბაგიროს მუშაობის შეჩერების მიზეზია გეგმური ტექნიკური შემოწმებისა და ინსპექტირების პროცესი.
საბაგირო მუშაობას 21 მარტს, 08:00 საათიდან განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები