თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება ნაძალადევის რაიონში: ზღვისუბნის IIა მიკრორაიონის, სანერგე მეურნეობის, ხეხილსანერგე მეურნეობის, ზაქარაიას, ჟღენტის, სართანიას, კამალოვის, ზედაუბნის, ლოტკინის, კალიუჟინის, ინწკირველის, თამარაშვილის, ენისელის, მაღაროს, წერონისის, კლდეკარის, სუვოროვის, ლამისყანის, ხერთვისის, ორბეთის, ნაქალაქევის, ფილიას, ინტერნატის, სამღერეთის, ჩოდრიშვილის, ხუდადოვის, კაჭრეთის, თოდრიას, გორდის, კლდეკარის, ლაითურის და ზედამზის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ქვიშხეთის და ხევისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა გავრცედება მთაწმინდის და კრწანისის რაიონებშიც, კერძოდ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, ამაღლების და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში: მოსკოვის გამზირის II კვარტლის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ფერცულიანის და ბერიტაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა ასევე გავრცელდება გლდანის რაიონშიც, კერძოდ, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I და II მიკრორაიონების და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის III და IIIა მიკრორაიონების, კეცხოველის და კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ანალოგიური მიზეზით ელექტრომომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონს, კერძოდ, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
შეზღუდვა გავრცელდება დიდუბის რაიონშიც, სადაც გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები