მამუკა მდინარაძე: უმრავლესობაში გენდერულ კვოტირებაზე აზრთასხვადასხვაობაა

პარლამენტში უმრავლესობის დახურული სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, დეპუტატებმაგანიხილეს რამდენიმე ძირითადი საკითხი,მათ შორის საკონსტიტუციოცვლილებები და ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო დასკვნა.

მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობა შეთანხმდა, რომ გირგვლიანის შესწორებები პარლამენტში უახლოს დღეებში ინიცირდება.

“ასევე საუბარი იყო გირგვლიანის შესწორებებზეც. გირგვლიანის შესწორებები ამ დღეებში ინიცირდება და ეს იქნება კარგი დოკუმენტი, რომელიც გარკვეულ პრევენციას უზრუნველყოფს. სიმბოლური დატვირთვა აქ ე.წ გირგვლიანის შესწორებებს, როგორც სახელს და ეს არის გარკვეული მაგალითი წარსულიდან, რომელიც მომავლის გადააზრებაში უნდა მოგვეხმაროს. ასევე იყო სხვა საორგანიზაციო საკითხები უმრავლესობის სხდომაზე. მათ შორის იყო ქალთა კვოტირების საკითხი. არის აზრთა სხვადასხვაობა თუმცა არა საერთო პრინციპზე. აზრთა სხვადასხვაობაა, მაგალითად უნდა იყოს ყოველი მეორე ქალი სიაში თუ მაჟორიტარებშიც და სიაში ყოველი მესამე. ბევრი ვერსიაა და დაბოლოოდ ერთზე ჩამოვყალიბდებით. პრინციპზე ვთანხმდებით, რომ ქალთა წარმომადგენლობა უნდა იყოს გაცილებით მაღალი, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა კანონი”, – თქვა მამუკამდინარაძემ.

უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ 29 იანვარს თქვა, რომ “ქართული ოცნება” იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას. მდინარაძის თქმით, ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება „გირგვლიანის შესწორებები” ერქმევა.

რაც შეეხება გენდერულ კვოტირებას, პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება, პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს.

კანონპროექტი, რომელიც ქალებისთვის სავალდებულო კვოტების შემოღებას ითვალისწინებს და პარლამენტსა და საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობის ზრდას ემსახურება, სამმა საპარლამენტო კომიტეტმა მოიწონა, რის შემდეგაც ის პარლამენტის ბიურომ უნდა დაამტკიცოს, სანამ პარლამენტში დადგება კენჭისყრაზე.

დღეს საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან ქალი მხოლოდ 24 დეპუტატია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები