იუსტიციის სახლთან მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 მოქალაქე დაშავდა, აქედან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ “კვირას” თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 5 დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
თვითმხელველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები