ჟურნალისტი დავით ერაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2 „ – ის ჟურნალისტი დავით ერაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ „ქართული მარშის“ წევრები, „რუსთავი 2″-ის შენობასთან აქციას მართავენ. მათ ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიასგან, გუშინ გადაცემა P.S-ში, გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები