“რუსთავი 2-ის” ოფისთან ოთხი პირი დააკავეს

0

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ოფისთან, სადაც ამ წუთებში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოთხი პირი დააკავეს.
ოფისთან შეკრებილნი არიან “ქართული მარშის” წევრები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საზოგადოებას გუშინდელი განცხადების გამო ბოდიში უნდა მოუხადოს.
როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, „ქართული მარშის“ წევრებმა, ალყაში მოაქციეს მანქანა, რომლითაც გიორგი გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი, თამთა მურადაშვილი გადაადგილდებოდნენ და უკანონოდ აღუკვეთეს მათ თავისუფლება.
მათივე ინფორმაციით, შეკრებილებმა დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და მურადაშვილი იმყოფებოდნენ.
გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი