ქუთაისში ავარიის შედეგად მოსწავლე გოგონა დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილი, სადაც 5 არასრულწლოვანი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მეთერთმეტე კლასელი გოგონა დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები