გიორგი მარგველაშვილმა კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე დიმიტრის სილურისი მიიღო. დიმიტრის სილურისმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების  საკითხები – ეკონომიკისა და ტურიზმის  სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება განიხილა.

კვიპროსის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კვიპროსის აქტიური მონაწილეობისათვის და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან, ასევე რუსეთის უკანონო ქმედებებთან – მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები