“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო აქტიური პრევენციული ზომები მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“

„ხელისუფლება აქტიურად მუშაობს რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, ვისაც ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საუბარია მკვლელობაზე, გატაცებებზე და ა.შ. ამის გამოხატულებაა ის, რომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ, შესაბამისი სასჯელიც არის შეფარდებული, საერთაშორისო ძებნა არის გამოცხადებული. მუშაობა ამაზე არის დაწყებული და სია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო აქტიურად მივიღოთ პრევენციული ზომები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და მათი უფლებების დასაცავად. მუშაობა დაწყებულია, მუშაობა გაგრძელდება და რეზოლუცია ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ჩვენი ძალისხმევა ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისათვის”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ სამართალი ყველა დამნაშავე პირის მიმართ აღსრულდეს და რეზოლუცია ძალიან კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ხელისუფლების ძალისხმევა ამ მიმართულებით კიდევ მეტად გააქტიურდეს. მისივე თქმით, რეზოლუციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს, ნათლად არის დაფიქსირებული ერთიანი პოზიცია იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ხდება.

„ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხი ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეცეს ერთიანად და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ერთიანი ტექსტის შემუშავება, სადაც ძალიან ნათლად არის დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს პლენარულ სხდომაზე ერთხმად დავამტკიცებთ შესაბამის რეზოლუციას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები