“ჩვენ არ გვჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს, რომელთა მიზანია პარლამენტის მუშაობის გაუმჯობესება”

„ჩვენ არ გვჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთ ცვლილებებს რომელთა მიზანია პარლამენტის მუშაობის გაუმჯობესება. მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ამ პროექტს ექნება ძალიან ფართო მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობაში”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატების მიერ პლენარულ და საკომიტეტო სხდომების გაცდენებთან დაკავშირებულ ნორმებს ამკაცრებს.

„უახლოეს მომავალში განვიხილავთ რეგლამენტში ცვლილებებს, უახლოეს მომავალში დაიწყება განხილვები პლენარულ სხდომებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი მუშაობდეს შეუფერხებლად და   შესაბამისად იქნება მიღებული რეგლამენტში ცვლილებები იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა სხდომაზე დასწრების თვალსაზრისით”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები