„მოქალაქე თუ “კანონიერ ქურდს” მიადგება და დავების შეფასებას სთხოვს, დაისჯება”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, თუ პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებს დაამტკიცებს, მაშინ სასჯელის ზომები გამკაცრდება.
„როდესაც პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიადგება და მათი ქმედებების ან დავების შეფასებას სთხოვს, ამისთვის დაისჯებიან ისინი სისხლის სამართლის წესით. 5-დან 8 წლამდე არის მოქმედი კანონმდებლობით ქურდული სამყაროს წევრისთვის სასჯელი, გაიზრდება 7-დან 10 წლამდე.
9-დან 15 წლამდე გაიზრდება კანონიერ ქურდისთვის სასჯელი, დღეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ხვალ გახდება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები