გურიის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ნარკოტიკების მოხმარება დაუდგინდა – ის სასამართლომ დააჯარიმა

სასამართლომ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სამორიგეო განყოფილების მორიგე-ინსპექტორი ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააჯარიმა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციის თანამშრომელი ნარკოტიკული თრობის შემოწმების მიზნით გადაიყვანეს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, რა დროსაც მას ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა.
პოლიციის ინსპექტორი სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები