კახა ბექაური: მედია პლურალიზმის კუთხით იდეალური მდგომარეობაა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა გადაცემა „იმედის კვირის“ ეთერში ქვეყანაში არსებული მედია გარემო შეაფასა.
უწყების ხელმძღვანელი რომელიც ქვეყანაში მედია პოლიტიკას განსაზღვრავს ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოა და რომ ამას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის.
„მედია პლურალიზმის კუთხით ქვეყანაში იდეალური მდგომარეობაა. 2012 წლიდან აბსოლუტურად შეიცვალა კანონმდებლობა. 2012წლიდან 2017 წლამდე გაორმაგებულიატელევიზიების რაოდენობა, აქ შედის როგორც საკაბელო, ისე თანამგზავრული და ღია საეთერო მაწყებლები. დღეს საქართველოში 98 მაუწყებელიმაუწყებლობს. ხოლო ნაციონალური არხებირომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს 2012 წლამდე ასეთი მაუწყებელი იყო 4 და გახდა 21. ხაზს ვუსვავ 2012 წლამდე იყო 4 და დღეს არის 21 ასეთი არხი. ტელევიზიების გახსნა ხდება ავტომატურად ყოველგვარი ბარიერების გარეშე. მოგეხსენებათ საქართველო 2013 წელს გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე , მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ტექნოლოგიური გარღვევა ეს იყო შინაარსობლივი რევოლუცია, მედიის თავისუფლების და პლურალიზმის თვალსაზრისით რევოლუცვია, რადგან გაუქმდა ლიცენზირება. ადრე ვიცით ჩვენ რომ პრაქტიკულად არ გაიცემოდა ლიცენზიები და ახსოვს ჩვენ მაყურებელს ტელევიზიის გახსნა როგორი პრობლემა იყო. დღეს მარტივი ავტორიზაციით, ვებ გვერდზე რომ დარეგისტრირდეთ დაახლოებით ასეთი მარტივი პროცედურით ხდება მაუწყებლობის დაწყება.კომისიაში განაცხადის შემოტანიდან 10 დღეში ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია მაუწყებლობა დაიწყოს. ამიტომ საქართველოში ლიბერალური მედია პოლიტიკაარის და ეს ასე გაგარძელდება. შესაბამისად საერთოდ საფუძველი არ აქვს იმას რაზეც შიგადაშიგ საუბრობს ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი“,- განაცხადა „იმედის კვირის“ეთერში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები