კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაწიგნიერების პროექტს იწყებს

0

„კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ახალიფუნქცია დაეკისრა – ესაა მედიაწიგნიერებისფუნქცია”, – ამის შესახებ კომისიის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა გადაცემა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრ ევროპულ ქვეყანას კარგი გამოცდილება აქვს და კომისია სწორედ ამ ქვეყნების და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებით განახორციელებს ამ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან საკითხს.

„თანამედროვე ეპოქაში მოხმარებლის ქცევა იცვლება, აღარ ხდება მხოლოდ სახლში მედიაკონტენტის მოხმარება. მომხამრებელი უკვე ნებისმიერ დროს მოიხმარს მედია პროდუქტებს, მოძრაობისას, მანქანაში, ქუჩაში, შესაბამისად, დიდი გამოწვევაა, რომ მედია კარგად გადაეწყოს ამ ახალ რეალობაზე. მეორე პრობლემა ხარისხია, ანუ ბაზარზე კვალიფიციური ადამინებია საჭირო, რომ კარგი პროდუქტები შეიქმნას. კომისიას ეს ორი გამოწვევა კარგად ესმის. ჩვენ დეკემბერში ახალი საკანონდებლო ცვლილებების ინიცირებით გამოვედით და ამ საკითხს პირველად თქვენ ეთერში ვამბობ – კომუნიკაციების კომისიას ახალი ფუნქცია დაეკისრა, ეს არის მედია წიგნიერების ფუნქცია. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშოაბთ ამ მიმართულებით. ეს პროცესი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკვე დაწყებულია და კარგი გამოცდილება არსებობს, რომელსაც ვიზიარებთ. მედია წიგნიერება სამი ძირითადი მიმართულებით განვითრებას და მუშობას გულისხმობს. ჩვენ ვაპირებთ, რომ შევქმანთ პლათფორმა, დავაფუძნოთ იურიდიული პირი და მედია კონტენტის მწარმოებლებს, ესენი არიან ჟურნალისტები, პროდიუსერები, მენეჯერები მათთვის შევქმანთ სამთვიანი ან ექვსთვიანი კურსები, სადაც მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში მივეხამრებით. გავაკეთებთ რამდენიმე კარგ კურსს, ჩამოვიყვანთ მაღალი დონის და კვალიფიკაციის უცხოელ ექსპერტებს და რამდენიმე მათგანთან მოლაპარაკებები უკვე გვაქვს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მეორე ნაწილი ეს არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც თავად ჟურნალისტებს და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს და მეორეს მხრივ, მომხარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი, ამიტომ მედიაკრიტიკის განვითარება გვინდა ბაზარზე. მესამე კომპონენტი – ეს არის მომხარებლის კომპონენტი, ამ ცვალებად და მრავალფეროვან გარემოში თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ გაარჩიონ რომელია ფეიკ ნიუსი, რომელია სიმართლე, რომელია პროპაგანდა არა თუ მომხარებელს, ამიტომ ჩვენ სამომხმარებლო ჯგუფებს დავეხმარებით ამის გარჩევაში. ამ მიმართულებითაც გარკვეული გამოცდილება უკვე არსებობს და ვფიქრობთ, რომ ჩამოვიყვანოთ ადამიანები, რომლებსაც წარმატებული პროექტები აქვთ გაკეთებული. გვინდა მომხარებელს მივცეთ ცოდნა, რომ გაარჩიონ ხარისხიანი და უხარისხო ახალი ამბავი“,- განაცხადა „იმედის კვირაში” კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი