კახა ბექაური: „სატელევიზიო ბაზარი აღარ გაიზრდება.. მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტის სარეკლამო ბაზარი“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა სატელევიზიო სარეკლამო ბაზარში მისი შესაძლო ინტერესების შესახებ ოპონენტების მიერ წაყენებულ ბრალდებებს უპასუხა.
კომისიის თავმჯდომარემ სარეკლამო ბაზრის ტენდენციებიც შეაფასა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მსოფლიოში ტენდენცია იცვლება. კერძოდ, ტრადიციული მედიიდან სარეკლამო შემოსავლები ინტერნეტ პლათფორმებზე მიდის.

„მომხმარებლის ქცევა იცვლება, მედია იცვლება ნელ-ნელა, მულტიმედიური პლაფთორმით. ინტერნეტი, სმარტფონები, ამიტომ მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო მედია კომპანიებს, აუცილებლად გადაეწყონ და განავითარონ ეს მიმართულება. კი ცდილობენ, რომ შექმნან ინტერნეტ პლათფორმები, მაგრამ უჭირთ. მთელ მსოფლიოში ასეთია ტრენდი, რომ სატელევიზიო ბაზარი აღარ იზრდება, მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი, ამიტომ მედიამ უნდა მაოხერხოს აეწყოს და მეტი შემოსავალი მიიღოს.

მისი განცხადებით, კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა იმას, რომ სარეკლა მო ბაზარი გაზრდილიყო. კახა ბექაურის თქმით, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასთან დაკავშირე ბით, ოპონენტებისგან კვალიფიციური კრიტიკა მას არ მოუსმენია: “მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხყოფა იყო, რაზეც ცხადია, რომ მე არ ვუპასუხებ, თუ იქნება კვალიფიციური კრიტიკა, ცხადია მზად ვარ ამისთვის”, – თქვა კახა ბექაურმა.

რაც შეეხება მომავალი წლის სარეკლამო ბაზრის ტენდენციებს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ბაზარი ნაკლებად გაიზრდება, რადგან მომხმარებლების მხრიდან მედიაკონტენტის მოხმარება იცვლება და შესაბამისად სარეკლამო ბაზარიც ინტერნეტ პლათფორმებზე მიდის.

“კლასიკური მედია პლატფორმებისგან განსხვავებით, რომელიც არის ტელევიზია, რადიო და ბეჭდური მედია, ბოლო პერიოდში ძალიან ვითარდება მულტიმედიური კონტენტი. სმარ ტფონებისა და გაჯეტებით ძალიან აქტიური გახდა მომხმარებლების მხრიდან როგორც ვიდეო, ასევე ტექს ტური კონტენტის მოხმარება. ამიტომ, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მედ იაკომპანიებს, აუცილებლად გადაეწყონ ამ სიახლეზე. იმიტომ, რომ ბაზარზე არ არის ამ მხრივ კარგი სიტუაცია. რასაც ვუყურებ, ისინი ვერ ერგებიან ახალ გამოწვევებს – კი, ცდილობენ ინტერნეტის კონტ ენტის შექმნასაც, მაგრამ უჭირთ. ეს ტრენდი მთელ მსოფლიოშია ასე – კლასიკური სატელევიზიო ბაზარი აღარ გაიზრდება ან გაიზრდება ძალიან მცირედით, მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტის სარეკლამ ო ბაზარი. შესაბამისად, მედიაკომპანიებმა უნდა მოახერხონ მულტიმედიური კონტენტის განვითარება, რათა მაყურებელს, ამ შეცვლილი ქცევის შესაბამისად, დაუკმაყოფილონ მოთხოვნა”, – განაცხადა „იმეიდს კვირის“ ეთერში კახა ბექაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები