კომპანია „ბიურო ვერიტასს“ საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი აქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ბიურო ვერიტასს“ საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი აქვს.

როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, კომპანია „ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს შეიქმნა და დღეისთვის მსოფლიო ლიდერია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტესტირება, ინსპექტირება და სერტიფიცირება. „კომპანიას აქვს სპეციალური ქვედანაყოფი საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის, ასევე, გუდაურში მომხდარი მსგავსი შემთხვევების ექსპერტული გამოძიების.

„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული მომსახურება უზრუნველყოფს კომპანიების ხარისხთან შესაბამისობას, უსაფრთხოების დაცვას, გარემოს დაცვასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.

„ბიურო ვერიტასს“ მსოფლიოს 140 ქვეყანაში 1 400 ოფისი და ლაბორატორია აქვს. კომპანიაში 69 000 თანამშრომელია დასაქმებული, კომპანიის დამკვეთთა რაოდენობა კი 400 000-ს აღწევს. „ბიურო ვერიტასი“ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც სანდო ტექნიკური ექსპერტიზის კომპანია, ასევე, მაღალი სანდოობით სარგებლობს კომპანიის მიერ გაცემული აკრედიტაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები საქართველოში, გუდაურში 16 მარტს, საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესასწავლად იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები