პუტინი მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება
სამხედრო ექსპერტებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ბრძანება გასცა, რუსული არმიის გადაიარაღებისთვის და აგრესიის შემთხვევისთვის მთელი რუსეთის ტერიტორიის სამობილიზაციო გეგმა ფორსირებულად მოემზადონ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მესამე მსოფლიო ომის დასაწყებად ემზადება, და ეს შესაძლოა, მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. ამის შესახებ ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი ედუარდ ლუკასი წერს.
„დეილი მეილთან“ ინტერვიუში ლუკასი აღნიშნავს, რომ ისტორიკოსები აფასებენ მიზეზებს, თუ რამ მიგვიყვანა 100 წლის წინ პირველ სამამულო ომამდე.
,,მე შეიძლება ვცდები, მაგრამ ისე არ მოხდეს, რომ 100 წლის შემდეგ უკრაინის მოვლენების განხილვის დროს, უდიდესი მსოფლიო ხანძრის დასაწყისი დაინახონ ”, – წერს იგი. ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლეონიდ ლარუშის აზრით, ,,ყირიმის სიტუაცია – მთლიანი სცენარის ნაწილია, ანუ არსებობს მესამე მსოფლიო ომის სცენარი, ეს იქნება თერმობირთვული ომი, – ან დღეს, ან ხვალ, ან შემდეგ კვირაში, ან კიდევ უფრო მომავალში“. ლარუშის აზრთან ახლოსაა უკრაინის პირველი პრეზიდენტის ლეონიდ კრავჩუკის აზრიც: ,,პუტინს შეუძლია მესამე მსოფლიო ომის ინიციატორი გახდეს“.