საბაგიროზე დაშავებული რუსეთის მოქალაქე კლინიკიდან გაწერეს, რომელიც სასრიალოდ კვლავ გუდაურში დაბრუნდა

გუდაურში დაშავებული რუსეთის მოქალაქე ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე გაწერეს. 16 მარტს გუდაურში საავარიო ტრასის ავარიულად გაჩერების გამო, დაშავებული რუსეთის მოქალაქე ოლეგ ვიტროვი, რომელიც გუშინ სამედიცინო შემოწმების მიზნით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იყო გადაყვანილი, უკვე გაეწერა საავადმყოფოდან და თხილამურებით სასრიალოდ გუდაურში დაბრუნდა.
ამჟამად თბილისში მკურნალობას განაგრძობს 6 დაშავებული, რომელთა მკურნალობას და მათი თანხმლები პირების თბილისში ცხოვრებასა და გადაადგილებას ორგანიზება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა გაუწიეს.
შეგახსენებთ, გუდაურში, გუშინ, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის ორსული ქალია, რომელიც შვედეთის მოქალაქეა. ის ამჟამად “მედიქლაბში” მკურნალობს. ღუდუშაურის კლინიკაში კი მკურნალობას 5 პაციენტი აგრძელებს. დანარჩენები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს ჩამოვა მსოფლიოში ცნობილი კომპანია “ბიურო ვერიტასის” ექსპერტული ჯგუფი, კომპანია ”დოპელმაიერის” წარმომადგენლები კი უკვე საქართველოში არიან “დღეს ღამე ჩამოვა მსოფლიოში ცნობილი კომპანია “ბიურო ვერიტასის” ექსპერტული ჯგუფი, კომპანია ”დოპელმაიერის” წარმომადგენლები კი უკვე საქართველოში არიან, – ამის შესახებ პირველმა ვიცე – პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც ღუდუშაურის საავადმყოფოში გუდაურში, საბაგიროზე დაშავებულები მოინახულა.
მისი განცხადებით, ექსპერტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე მსოფლიოში ცნობილ ევროპულ კომპანიასთან.
“ზუსტად ახლა მომივიდა შეტყობინება, რომლითაც დადასტურდა, რომ დღეს ღამე ჩამოვა კომპანია “ბიურო ვერიტასის” ექსპერტული ჯგუფი. ეს არის სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია, რომლის ნდობაც აქვს მთელ მსოფლიოს. მათთან ერთად დაიწყება კვლევისა და ძიების პროცესი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს, არ იყოს ის მხოლოდ მწარმოებლის ან მხოლოდ ქართული მხარის მიერ გაკეთებული, რომ შემდგომში არ იყოს კითხვები დასმული და ყველაფერი იყოს ძალიან ნათელი იმიტომ, რომ აქ საუბარია მათ შორის, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე.
რაც შეეხება საბაგიროს მწარმოებელი კომპანია “დოპელმაიერის” წარმომადგენლებს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “დოპელმაიერის” წარმომადგენლები უკვე ჩამოვიდნენ.
“დოპელმაიერის” წარმომადგენლები გუდაურში ალბათ, დღეს უკვე ავლენ, თუმცა მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეეხონ მოწყობილობა-დანდგარებს, ან რაიმე მანიპულაცია ჩაატარონ. მათ შეუძლიათ, ისევე როგორც ეს მე გავაკეთე, გარედან ვიზუალურად ნახონ ადგილი, თუმცა რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, ექსპერტულ მოქმედებებს, როდესაც ადამიანები ყველა დეტალს არკვევენ, მათ ამის შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გარეშე არ ექნებათ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
დაწერეთ შეტყობინება…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები