გუდაურში მომხდარ ფაქტს ენერგოომბუდსმენი სწავლობს

ენერგოომბუდსმენი გუდაურში მომხდარ ფაქტს უკვე სწავლობს და ვითარებაში გასარკვევად, ადგილზე ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია ენერგოომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ჩვენი აპარატი საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევას. კომპანიიდან აუცილებლად გამოვითხოვთ წერილობით ახსნა-განმარტებას და ტექნიკურ დოკუმენტაციას, სადაც მინიშნებული იქნება ელექტროჟურნალის ამონაწერები გუდაურში ელექტროენერგიის მიწოდებასთან და ძაბვის ცვალებადობასთან დაკავშირებით. აგრეთვე, ადგილზე ჩავალთ და ახსნა-განმარტებას ვთხოვთ თვითონ საბაგიროს ადმინისტრაციას, თუ რატომ წარმოიშვა ეჭვი ძაბვის ცვალებადობასთან დაკავშირებით, საიდან წამოვიდა საერთოდ ეს ინფორმაცია. ენერგოომბუდსმენის აპარატი ორმხრივად გამოიკვლევს მომხდარს და ადგილზე გაესაუბრება მოსახლეობასაც“, – აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.
16 მარტს გუდაურში საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები