დიმიტრი ქუმსიშვილი: საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ჩასატარებლად, მოწვეული იქნებიან დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტები

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, პირველი ვიცე-პრემიერი საძელეზე არსებულ ვითარებას პირადად ადგილზე გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საძელეს საბაგიროს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ კომპანია „დოპელმაიერის“ ექსპერტები, არამედ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები