ყიფიანის ქუჩაზე ქვაფენილის გზა ეწყობა

ყიფიანის ქუჩის მცხოვრებლები კეთილმოწყობილი ქვაფენილის გზით ისარგებლებენ. მთაწმინდის გამგეობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ ქუჩაზე ორ თვეში დაასრულებს. კაპიტალურად შეკეთდება 1500 კვ.მ. ამორტიზებული გზა და ტროტუარი, რომლის გასწვრივ 430 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა.
თბილისის მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ეტაპობრივად მიმდინარეობს არსებული რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. მისი თქმით, გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, არსებულ რიყის ქვას, რომელიც დაზიანებულია და ამავე დროს არაკომფორტულია გადაადგილებისთვის, ქვაფენილი ჩაანაცვლებს.
„ფაქტობრივად, ხანგრძლივ ექსპლუატაციაზეა გათვლილი ახალი, კაპიტალური გზა, რომლის მშენებლობაც მაისში დასრულდება“, – განაცხადა გამგებელმა.
საგზაო სამუშაოებს ყიფიანის ქუჩაზე გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 163 800 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები