ჟანა ფრისკე სამ თვეში სცენას დაუბრუნდება

  ამერიკელი ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ მომღერალი ჟანა ფრისკე თაყვანისმცემლების გახარებას სცენაზე დაბრუნებით შეძლებს. მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.
ჟანა ფრისკე სიმსივნით არის დაავადებული, – ამის შესახებ 20 იანვარს მისმა მეუღლემ, ტელეწამყვანმა დიმიტრი შეპელევმა გაავრცელა ინფორმაცია. ჟანა ფრისკე უკვე სამი თვეა აშშ-ში მკურნალობის კურსს გადის. მასთან ერთად ამჟამად მისი შვილიც იმყოფება. ამერიკელი ექიმები, რომლებმაც ჟანა სიკვდილს გადაარჩინეს, არ გამორიცხავენ, რომ მომღერალს შეიძლება რეაბილიტაციისთვის ხანგრძლივი დრო დასჭირდეს, თუმცა შესაძლოა, მომღერალი სულ რაღაც სამ თვეში კვლავ დაუბრუნდეს სცენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები