გუდაურში 10 ადამიანი დაშავდა – თბილისიდან რეანომობილი გაიგზავნა
გუდაურში, საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 10 ადამიანი დაშავდა.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მათ საშუალო სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ.
დაშავებულები გუდაურის ამბულატორიაში არიან მოთავსებული.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ბრიგადა მუშაობდა.
ამასთან, თბილისიდან დამატებით რეანომობილი გაიგზავნა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუდაურში, ძაბვის ვარდნის შედეგად, ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა.