მამუკა სალუქვაძე: თბილისის გენგეგმაში რაიმე კარდინალური ცვლილებები შესაძლებლად არ გვესახება

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ გენგეგმასთან დაკავშირებით, საექსპერტო ჯგუფთან შეხვედრა იგეგმება.

ამასთან, როგორც სალუქვაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ ის უცხოელი პარტნიორები, რომლებიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობდნენ.

სალუქვაძის თქმით, ისინი ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრებენ და განმარტავენ, თუ როგორ ხდება მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა და რას გულისხმობს ის.

„ჩვენთვის არ არის ცნობილი თუ როდის იქნება მერიის პასუხი, შუალედურ ეტაპზე ჩვენ შევხვდებით იმ ექსპერტთა ჯგუფს, რომლებიც ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობენ, ასევე საინტერესოა, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩამოდიან და ისინიც ჩაერთვებიან ამ საკითხების უკეთ წარმოჩენაში, ისინი ევროპულ გამოცდილებას წარმოადგენენ, განმარტავენ თუ როგორ ხდება მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა, რას გულისხმობს ის და რა მოთხოვნები შეიძლება წავუყენოთ მას და რა არა. ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება შეხვედრა საექსპერტო ჯგუფთან, შუალედურ შენიშვნებს ან მათ სურვილებს მოვისმენთ, მერე ერთად ვიმოქმედებთ თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა დასრულებისკენ, რომ წავიდეთ. ჩვენ პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს, ახლა კიდევ ერთხელ ვუსმენთ მათ. თუ აქვთ რაიმე შენიშვნა, მე ვფიქრობ, ეს ტექნიკური ხასიათის უფრო უნდა იყოს, კარდინალურზე საუბარი რთული იქნება, რადგან იცით თქვენ, რომ ეტაპობრივად ეს დოკუმენტი უკვე ჩავაბარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ავეწყეთ იმ ხედვაზე, რომელიც თავის დროზე გამარჯვებული იყო, ამიტომ რადიკალური ცვლილება არ გვესახება შესაძლებლად, ასეთი სახის ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში. ჩვენ დავდეთ შესაბამისი დოკუმენტი, ტექნიკური ხასიათის შენიშვნები თუ იქნება, – კი ბატონო, ვისაუბრებთ“, -აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები