“პარლამენტი ძალიან პრინციპულ და ძლიერ რეზოლუციას მიიღებს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით”

„ეს იმ ქვეყნის პარლამენტია, რომელმაც ბრძოლითა და თავდადებით დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ამ კვირაში კონსულტაციებს ვამთავრებთ, საქართველოს პარლამენტი ძალიან პრინციპულ და ძლიერ რეზოლუციას მიიღებს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით”,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, რეზოლუციას როგორც უმცირესობის, ასევე სხვა პარტიების მხარდაჭერაც ექნება.

“რეზოლუციაში ტატუნაშვილის ფაქტზე პრინციპული შეფასებები და პრინციპული ქმედებები იქნება მოთხოვნილი. წინასწარი ინფორმაციით, ამ რეზოლუციას ექნება როგორც უმცირესობის, ასევე სხვა პარტიების მხარდაჭერაც. საქართველოში ბევრი პარტიაა და მრავალპარტიული დემოკრატია გვაქვს, მაგრამ სამშობლო ყველას ერთი გვაქვს. მზად ვართ, რეზოლუციაში ყველა ის მოქმედება ავსახოთ, რომელიც მომავალში ოკუპირებული ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებების დაცვას უფრო უკეთ უზრუნველყოფს, მათ შორის განიხილება ოპოზიციის წინადადებებიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი რეზოლუციის პროექტს მომავალ სასესიო კვირას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები