ირაკლი კობახიძე სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. მხარეების შეფასებით,  ურთიერთობის განვითარების დინამიკა მზარდია, რასაც მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც ადასტურებს.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო ურთიერთობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით,  მეგობრობის ჯგუფების მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობა.

ირაკლი კობახიძემ რუბენ სადოიანს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები