იანოშ ჰერმანი: ტატუნაშვილის ცხედარი ჯერაც არ არის დაბრუნებული ოჯახისთვის, რაც სერიოზული შეშფოთების მიზეზია

ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის ჯერ კიდევ არ არის გადაცემული, სერიოზული შეშფოთების მიზეზია

“ევროკავშირი იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც გააკეთა განცხადება ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების თაობაზე. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და გვესმის საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც. ფაქტია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერაც არ არის დაბრუნებული ოჯახისთვის, რაც ძალიან სერიოზული შეშფოთების მიზეზია. ჩვენ გამოვხატავთ ამ შეშფოთებას დიპლომატიური თანამშრომლობის ფარგლებში”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები