თბილისის მერიისა და „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება
თბილისის მერიისა და კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება. როგორც „კვირას“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, შეხვედრა მერიაში 14:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს და მის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.