“ვენეციის კომისიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის კონსტიტუციური წყობის გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება”

ვენეციის კომისია 16 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნას წარადგენს. კომისიის 114-ე პლენარულ სხდომას, რომელიც ვენეციაში გაიმართება, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა დაესწრება.

„ხვალ, ვენეციის კომისია პლენარულ სხდომაზე განიხილავს და მიიღებს საბოლოო დასკვნას საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ვენეციის კომისიის ექსპერტები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის კონსტიტუციური წყობის გაძლიერებას და განვითარებას ემსახურება და რომ საკონსტიტუციო რეფორმა ასრულებს საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის ფორმირების პროცესს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის დასაწყისშივე განაცხადა, რომ სრულად გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის ყველა პრინციპულ რეკომენდაციას. ეს პირობა შესრულებულია. მას შემდეგ, რაც მომავალ კვირას საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საქართველოს ექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებსა და ევროპული საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებს“,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები