პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „აგრო ბიბლიოთეკის“ კაბინეტი გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მეექვსის კორპუსში, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” მხარდაჭრით, „აგრო ბიბლიოთეკის“ კაბინეტი 19 მარტს 12:30 საათზე გაიხსნება.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ცნობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფერმერთა ასოციაციის მმართველობითი საბჭოს წევრები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები