საერთაშორისო გამოხმაურება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ აღიარებს ფსევდორეფერენდუმს, რომელიც 11 მაისს დონეცკსა და ლუგანსკშია დაგეგმილი – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ვაშინგტონში გამართული 7-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ჯონ ქერიმ ქეთრინ ეშტონთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ყირიმის სცენარი ვითარდება. ჯეი ქარნიმ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში არეულობის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. ქარნის თქმით, ირონიაა, როდესაც კრემლი ამბობს, რომ უკრაინაში არეულობის გამო არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, როდესაც ამ არეულობას ხელს თავად უწყობს.
რუსეთს უკრაინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების პატივისცემას სთხოვს იაპონიის პრემიერი. კობო აბემ განცხადება ბრიუსელში, ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ნატოს გენერალურმა მდივანმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ალიანსის მთავარი ამოცანა კვლავ პარტნიორების დაცვაა.