იაპონიის მთავრობა საქართველოს სახანძრო ტექნიკას გადასცემს – პროექტის ღირებულება 99 733 აშშ დოლარს შეადგენს

იაპონიის მთავრობა საქართველოს სახანძრო ტექნიკას გადასცემს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში მოეწერა.

პროექტისთვის იაპონიის საელჩოს დაფინანსება 99 733 აშშ დოლარს შეადგენს.

შეთანხმებას ხელი დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა და იაპონიის ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ მოაწერეს.
„ფაქტობრივად იქმნება ახალი უწყება, რომელმაც სწრაფი და ეფექტური როლი უნდა შეასრულოს ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზაობის, რეაგირებისა და შედეგების ლიკვიდაციის საქმეში“, – განაცხადა ხელმოწერის ცერემონიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი მღებრიშვილმა.

სახანძრო ტექნიკა ისანი-სამგორისა და ასევე, საჭიროებისამებრ თბილისის სხვა უბნებსაც მოემსახურება.

სახანძრო ტექნიკა თბილისის მასშტაბით, 27 580 ჰექტარ ტერიტორიას დაფარავს და ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები