სახალხო დამცველმა ვალეში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს.

„როგორც ცნობილი გახდა, 12 მარტს, ვალეში მდებარე სალოცავის გვერდით, დაუდგენელმა პირმა (პირებმა) კათოლიკური ლიტერატურა და ხატები დაწვეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ვალეს მოსახლეობას შეხვდა, ასევე, ადგილობრივი რელიგიური გაერთიანებების წინამძღვრებს და მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ცნობილია, რომ აღნიშნული სალოცავით როგორც მართლმადიდებლები, ისე კათოლიკეები  სარგებლობენ.

მომხდარ ფაქტს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე გამოეხმაურნენ. მათ დაგმეს მომხდარი ვანდალური ფაქტი და ისაუბრეს გამოძიების აუცილებლობაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები