დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ვიდეოში რუსული აგრესიის შესახებ, საქართველოც მოხვდა (ვიდეო)

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ მსოფლიოს მიმართ რუსეთის მუდმივი აგრესიის შესახებ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.

რგოლში მოცემულია 2006 წლიდან 2018 წლამდე ის საკვანძო ნაბიჯები, რომლებიც რუსეთის სახელმწიფომ ამა თუ იმ პირის თუ ქვეყნის წინააღდეგ გადადგა.

რგოლში გრაფიკულად ნაჩვენებია და ნათქვამი, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღდეგ აღმაშფოთებელი უპატივცემულობა გამოავლინა.

ვიდეორგოლი ბრიტანეთის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

რგოლში ასევე ნათქვამია, რომ ჩამოთვლილი ფაქტები და მოვლენები ადასტურებს იმას, რომ კრემლს საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული სისტემის ჩამოშლა სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები