ზაზა გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰრას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, ორი პროექტის საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

პროექტები დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში. პირველი პროექტი ადიგენში, სოფელ მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას, ხოლო მეორე თბილისისთვის მეორადი სახანძრო ტექნიკის შეძენას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც World Vision-საქართველო განახორციელებს, სოფელ მოხეში საბავშვო ბაღი აშენდება და მიმდებარე 8 სოფლის ბავშვებს მოემსახურება. საბავშვო ბაღის დაფინანსება 66 395 აშშ დოლარს შეადგენს.

ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა ელჩს და იაპონელ ხალხს მხარდაჭერისთვის და ისაუბრა იმ რეგიონულ და მუნიციპალურ პროექტებზე,რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები