ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ანგელა მერკელს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი გერმანია წარმატებით გააგრძელებს თავისი უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს მშენებლობასა და კიდევ უფრო გაძლიერებაში. მოველით ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას“,- ნათქვამია ირაკლი კობახიძის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები