გიორგი ტყემალაძე სამგორში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. გიორგი ტყემალაძე ლილოს დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობის თხოვნით, სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს.

სამგორის რაიონის მაჟორიტარი ორხევის დასახლებაშიც მივიდა, სადაც სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ორხევში სანიაღვრე სისტემის არ არსებობის გამო, მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა. სამგორის მაჟორიტარის თქმით, სანიაღვრე ქსელი პეტრიწის, კაკაბაძის, გოკიელისა და წუწუნავას ქუჩებზე მოეწყობა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, სანიაღვრე ქსელის მოწყობის შემდეგ, აღნიშნულ  მისამართებზე გზის საფარი  დაიგება.  დღესვე, გიორგი ტყემალაძემ მოქალაქეები მიიღო. მოქალაქეთა მიღება ყოველ ოთხშაბათს  იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები