ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით წალენჯიხაში ველომარათონი ჩატარდა

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა. პროკურატურის ცნობით, წალენჯიხაში, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ველომარათონი მოეწყო. ღონისძიებაში წალენჯიხის საჯარო სკოლების 30-მდე მოსწავლესთან ერთად, ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ და პროკურატურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრის ბოლოს პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს სპეციალური თასები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

„ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებაა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები