სლავიანსკში უკრაინელმა ძალოვანებმა საბრძოლო ქმედებები განაახლეს

   დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში უკრაინელმა ძალოვანებმა წუხელ, გვიან ღამით საბრძოლო ქმედებები განაახლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა ძალოვანებმა სლავიანსკის სხვადასხვა რაიონში განთავსებულ სეპარატისტთა ბლოკპოსტებს შეუტიეს. ქალაქში წუხელ მთელი ღამით სროლის ხმები ისმოდა. არსებული ინფორმაციით, სეპარატისტებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს, გადაწვეს საბურავები და ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანებს.
დაზარალებულთა შესახებ ინფრომაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქი ამ დროისთვის ძალოვანების ალყაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები