საერთაშორისო კონფერენციის “ფესტივალები განვითარებისთვის” თვალის დევნება პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი

ბრიტანეთის საბჭოს და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლის 14 მარტს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ფესტივალები განვითარებისთვის“ გაიმართება, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი ფესტივალების მენეჯერები მონაწილეობენ. კონფერენციისთვის თვალის დევნება ლაივსტრიმის საშუალებით შესაძლებელია როგორც ბრიტანეთის საბჭოს ფეისბუქ გვერდზე აქვე მითითებული ბმულით: https://www.facebook.com/BritishCouncilGeorgia/videos/1851192454954922/, ისე YouTube-ზე https://www.youtube.com/watch?v=z-ORY-9iZZM&feature=youtu.be.

ბრიტანული საბჭოს ცნობით, კონფერენციის მიზანია ბრიტანული და ქართული გამოცდილების გაზიარება ქვეყნის კულტურულ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში ფესტივალების წვლილისა და მათ შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.

კონფერენციის მონაწილეები ედინბურგის ფესტივალების გაერთიანების შექმნის მიზეზებს და ისტორიას გაეცნობიან; ასევე ფესტივალებთან თანამშრომლობის წარმატებული ბრიტანული გამოცდილების მაგალითებს, ისეთ საჭირბოროტო საკითხებში, როგორებიცაა ცნობადობის ამაღლება, ფესტივალების როლი ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. განხილული იქნება ერთმანეთთან თანამშრომლობის მიზეზები და სარგებელი პოტენციურ დამფინანსებლებთან თუ სპონსორებთან კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისთვის. ჩვენი სურვილია, წარმოვადგინოთ წარმატებული ქართული ფესტივალების მაგალითებიც.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ბრიტანული ფესტივალების მნიშვნელოვანი ორგანიზატორები და საფესტივალო ქალაქების ხელისუფლების წარმომადგენლები კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ ბრიტანული ფესტივალების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითებს, წარმატებულ ქეისებს და ინოვაციურ მოდელებს (ედინბურგის ფესტივალების გაერთიანება, ედინბურგის ფრინჯი, ბრაიტონი და ბირმინგემი, გლოსტერი).

“საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვნად დაეხმარება აჭარის და კერძოდ ბათუმის საერთაშორისო საფესტივალო ცენტრად გადაქცევის ამოცანას.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საბჭო – დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია – 110-ზე მეტ ქვეყანაში ხელს უწყობს თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში. ბრიტანეთის საბჭო დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ურთიერთმეგობრული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას აძლევს. ბრიტანეთის კულტურის სფეროში არსებული რესურსების საშუალებით ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ იმ ქვეყნების განვითარებაში, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, რათა სხვადასხვა შესაძლებლობების შეთავაზების, კავშირების დამყარების და ნდობის განმტკიცების გზით ხელი შევუწყოთ პოზიტიურ ცვლილებებს ადამიანთა ცხოვრებაში”,-ნათქვამია ბრიტანული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები